გადახდისა და თანხის დაბრუნების პირობები
ეს გვერდი მოკლედ აღწერს, როგორ ხდება BBC ბანაკზე რეგისტრაცია, გადახდა და თანხის დაბრუნება. სრული პირობები მოცემულია ბანაკის ხელშეკრულებაში, რომელსაც მშობელი რეგისტრაციისას ეთანხმება.
მომსახურების მიმწოდებელი
შპს „ბიბისი ჰოლდინგი“, საიდენტიფიკაციო კოდი 404597940. BBC ბანაკი ამ კომპანიის მომსახურებაა.
მომსახურება
ინგლისურენოვანი ზამთრის ბანაკი ბაკურიანში 7–17 წლის ბავშვებისთვის. ფასში შედის: ტრანსფერი თბილისი–ბაკურიანი–თბილისი, სასტუმროში ცხოვრება, სამჯერადი კვება, ინგლისური ენის სემინარები, სამედიცინო მეთვალყურეობა და ბანაკის პროგრამა, როგორც აღწერილია ზამთრის ბანაკის გვერდზე. ყველა ფასი მითითებულია ლარში (₾).
ნაკადები და ფასები
- 3–8 იანვარი (6 დღე, 5 ღამე): 1150 ₾ (1050 ₾, თუ ავანსს 15 დეკემბრის ჩათვლით გადაიხდით)
- 8–13 იანვარი (6 დღე, 5 ღამე): 1150 ₾ (1050 ₾, თუ ავანსს 15 დეკემბრის ჩათვლით გადაიხდით)
- 3–13 იანვარი (11 დღე, 10 ღამე): 2100 ₾ (2000 ₾, თუ ავანსს 15 დეკემბრის ჩათვლით გადაიხდით)
ფასში არ შედის სათხილამურო საშვი, სათხილამურო აღჭურვილობა და დაზღვევა.
რეგისტრაცია და მომსახურების მიწოდება
რეგისტრაცია ხდება banaki.ge-ზე, ფორმის შევსებით. რეგისტრაციისთანავე ელ. ფოსტაზე მიიღებთ დადასტურებას რეგისტრაციის ნომრით, ბანაკის ხელშეკრულებას და გადახდის პირად ბმულს.
ადგილი იჯავშნება 150 ₾-იანი ავანსით. დარჩენილი თანხა გადაიხდება 25 დეკემბრის ჩათვლით.
მომსახურება გაიწევა არჩეული ნაკადის თარიღებში: ბავშვები ბაკურიანში მიემგზავრებიან ნაკადის პირველ დღეს, 10:00 საათზე, ავლაბრის მეტროს ავტოსადგომიდან. ფიზიკური ნივთის მიწოდება არ ხდება.
გადახდის გზები
ბარათით (Visa, Mastercard), Apple Pay ან Google Pay: გადახდა ხდება Flitt-ის დაცულ საგადახდო გვერდზე. ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება. ბარათით გადახდის შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებთ დადასტურებას.
საბანკო გადარიცხვით: შპს „ბიბისი ჰოლდინგი“, ს/ს „თიბისი ბანკი“, ანგარიში GE12TB7175836080100012. დანიშნულებაში მიუთითეთ რეგისტრაციის ნომერი და ბავშვის სახელი და გვარი.
ყველა გადახდა ხდება ლარში.
გაუქმება და თანხის დაბრუნება
ბანაკის დაწყებამდე გაუქმებისას გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, გარდა ავანსისა (150 ₾).
თუ ბავშვი ბანაკში გამგზავრებამდე ავად გახდა და ეს დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით, გადახდილი თანხა ბრუნდება ავანსის (150 ₾) გამოკლებით.
ბანაკის დაწყების შემდეგ გადახდილი თანხა, ავანსის ჩათვლით, არ ბრუნდება, მათ შორის ავადმყოფობის შემთხვევაში და ხელშეკრულების 10.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
როგორ მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება
დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელ. ფოსტით და მიუთითეთ რეგისტრაციის ნომერი.
ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით გადახდილი თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, საიდანაც გადაიხადეთ. ბარათზე თანხის ასახვის ვადა დამოკიდებულია ბარათის გამცემ ბანკზე.
საბანკო გადარიცხვით გადახდილი თანხა ბრუნდება საბანკო ანგარიშზე, რომელსაც მიგვითითებთ.
ბანაკის ხელშეკრულება
ეს გვერდი ხელშეკრულების მოკლე აღწერაა. თუ რამე განსხვავდება, მოქმედებს ხელშეკრულება.
კონტაქტი
592 055 040 · 577 798 122 · banaki.geo@gmail.com
ბანაკის მისამართი: დაბა ბაკურიანი, აღმაშენებლის 17ა