ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე.

რა ასაკის ბავშვები მიიღებიან?

7-დან 17 წლამდე ბავშვები.

რა ღირს ბანაკი?

3–8 ან 8–13 იანვარი (6 დღე, 5 ღამე): 1150 ₾. 3–13 იანვარი (11 დღე, 10 ღამე): 2200 ₾. 15 დეკემბრამდე რეგისტრაციისას ფასი 100 ₾-ით ნაკლებია.

რა შედის ფასში?
  • ტრანსფერი თბილისი–ბაკურიანი–თბილისი
  • სასტუმროში განთავსება
  • სამჯერადი კვება, ეკოლოგიურად ჯანსაღი რაციონი ბავშვებისთვის
  • ინგლისური ენის გასართობ-ინტერაქტიული სემინარები ინგლისურენოვან პედაგოგებთან
  • სამედიცინო უზრუნველყოფა და პედიატრი
  • პრიზები და საჩუქრები
  • საკანცელარიო ნივთები და სახელმძღვანელოები
  • ფოტო-ვიდეო მომსახურება
  • სერტიფიკატი
  • ცეკვა-სიმღერის საღამოები
  • საშობაო-საახალწლო მუსიკალური პროგრამა
  • ლოტოტრონის გათამაშება და გალა ღონისძიება
როგორ მიდიან ბავშვები ბაკურიანში?

ტრანსფერი თბილისი–ბაკურიანი–თბილისი ფასში შედის. გამგზავრება: ავლაბრის მეტროს ავტოსადგომი; დილის 10:00 საათი.

ვინ ატარებს ინგლისურის სემინარებს?

ინგლისურენოვანი პედაგოგები. სწავლება გასართობ-შემეცნებითი მეთოდებით მიმდინარეობს.

ჰყავს თუ არა ბანაკს ექიმი?

დიახ. ბანაკში ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პედიატრი ზრუნავს, რომელიც მუდმივად აკვირდება მათ მდგომარეობას.

შეუძლიათ თუ არა ბავშვებს თხილამურებით სრიალი?

დიახ. 11:00-დან 14:00-მდე ბავშვები დაკავებულები არიან გარე აქტივობებით, თოვლში. რაც მოიცავს: გუნდაობა, თხილამურებით სრიალი, ციგები, ყინულის მოედანი და ზამთრის სხვა გასართობი აქტივობები.

გაითვალისწინეთ: საბაგირო აბონემენტი, სათხილამურო აღჭურვილობა და ინსტრუქტორი ფასში არ შედის და ცალკე იხდით.

ვინ ზრუნავს ბავშვებზე ბანაკში?

ბანაკში ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე 12+ წლიანი გამოცდილების მქონე ინსტრუქტორ-ლიდერები ზრუნავენ.

შეუძლია თუ არა ბავშვს ტელეფონის ქონა?

დიახ. ტელეფონით სარგებლობისთვის დღეში ერთი საათია გამოყოფილი, დანარჩენი დრო კი მეგობრებთან ურთიერთობას, მრავალფეროვან აქტივობებსა და ახალი გამოცდილებების მიღებას ეთმობა.

რა უნდა წაიღოს ბავშვმა თან?

პირადი ჰიგიენის ნივთები, სეზონის შესაბამისი თბილი და კომფორტული ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, სპორტული სამოსი და ყოველდღიური მოხმარების პირადი ნივთები. ბანაკის დაწყებამდე მშობლებს ეგზავნებათ საჭირო ნივთების დეტალური ჩამონათვალი.

რა ხდება, თუ ბავშვი ბანაკში ავად გახდება?

ბავშვს ადგილზე აღმოვუჩენთ პირველად დახმარებას და დაგიკავშირდებით. საჭიროების შემთხვევაში, მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხოდ გადაყვანა.

შედის თუ არა ფასში დაზღვევა?

არა, დაზღვევა ფასში არ შედის.

არის თუ არა ფასდაკლება?

15 დეკემბრამდე რეგისტრაციისას ფასი 100 ₾-ით ნაკლებია: 6 დღე 1050 ₾, 11 დღე 2100 ₾.

როგორ ხდება გადახდა?

ადგილს დაჯავშნით 150 ₾ - იანი ავანსით. საბანკო რეკვიზიტებს რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ. დარჩენილი თანხის გადახდის ვადა: 25 დეკემბრამდე.

შემიძლია თუ არა რეგისტრაციის გაუქმება?

დიახ. გაუქმების შემთხვევაში 150 ₾ - იანი ავანსი არ ბრუნდება, დანარჩენი თანხა კი სრულად გიბრუნდებათ. იგივე წესი მოქმედებს, თუ ბავშვი ბანაკის დაწყებამდე ავად გახდება.