კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რა მონაცემებს ვაგროვებთ
რეგისტრაციის ფორმიდან: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სკოლა, ინგლისური ენის დონე, ალერგიები და ჯანმრთელობის მდგომარეობა; მშობლის ან მეურვის სახელი, ტელეფონი და ელ. ფოსტა.
რისთვის ვიყენებთ
ბავშვის დასარეგისტრირებლად, მშობელთან დასაკავშირებლად და ბანაკში ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ჯანმრთელობის მონაცემებს ხედავს მხოლოდ ბანაკის გუნდი და პედიატრი.
სად ინახება
მონაცემები ინახება დაცულ მონაცემთა ბაზაში. ფორმის ბოტებისგან დასაცავად, გაგზავნისას ბრაუზერს ამოწმებს Cloudflare Turnstile.
ფოტო და ვიდეო
რეგისტრაციით მშობელი ეთანხმება, რომ ბანაკში გადაღებული ფოტო და ვიდეო, სადაც მისი შვილია, გამოქვეყნდეს ბანაკის საიტზე და სოციალურ ქსელებში. თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
კონტაქტი
banaki.geo@gmail.com, 592 055 040.