მომსახურების ხელშეკრულება

BBC ბანაკი, ზამთარი 2027

ჩამოტვირთეთ PDF

ქ. თბილისი. ხელშეკრულების დადების თარიღად ითვლება banaki.ge-ზე რეგისტრაციის თარიღი.

ერთის მხრივ, მშობელი (შემდგომში „დამკვეთი“), რომლის სახელი, გვარი, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა მითითებულია banaki.ge-ზე რეგისტრაციის ფორმაში, და მეორეს მხრივ, შპს „ბიბისი ჰოლდინგი“ (ს/ნ: 404597940) (შემდგომში „შემსრულებელი“), თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ შემსრულებლის მიერ, შემდეგი სახის მომსახურების გაწევა: საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სასპორტო აქტივობების (შემდგომში „ბანაკი“-ს) გამართვა (აღნიშნული აქტივობები განსაზღვრულია ბანაკის შიდა განაწესით) და მოზარდის (დამკვეთის შვილის), რომლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი მითითებულია რეგისტრაციის ფორმაში (შემდგომში „ბანაკის მონაწილე“), ბანაკში მონაწილეობა და აღნიშნულ აქტივობებში ჩართვა.

2. მომსახურების წესი

2.1. შემსრულებელი უფლებამოსილია მომსახურება გაწიოს მესამე პირების ან/და მის მიერ დაქირავებული პირების მეშვეობით.

2.2. შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს 2027 წლის ნაკადში: 3–8 იანვარი, 8–13 იანვარი ან 3–13 იანვარი (ნაკადს დამკვეთი ირჩევს რეგისტრაციისას).

3. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი

3.1. დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს მომსახურებაში 6-დღიან ნაკადზე (3–8 ან 8–13 იანვარი) 1150 (ათას ას ორმოცდაათი) ლარი, 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებულთათვის 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარი, ხოლო 11-დღიან ნაკადზე (3–13 იანვარი) 2100 (ორი ათას ასი) ლარი, 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებულთათვის 2000 (ორი ათასი) ლარი.

3.2. შემსრულებელი ვალდებულია ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთს გაუწიოს შემდეგი სახის მომსახურებები:

  • ინგლისური ენის ყოველდღიური ლექცია-სემინარები;
  • სახელოვნებო ლექცია-სემინარები და აქტივობები;
  • ყოველდღიური სპორტული აქტივობები;

და ამ აქტივობებთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებები:

  • ტრანსფერი: თბილისი–ბაკურიანი–თბილისი;
  • სასტუმროში განთავსება;
  • სამჯერადი კვება;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • პედიატრი 24/7;
  • ინგლისურენოვანი პედაგოგ(ებ)ით უზრუნველყოფა;
  • პრიზები და საჩუქრები;
  • საკანცელარიო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
  • ფოტო-ვიდეო მომსახურება;
  • ბანკეტი / დაჯილდოება / გალა-ღონისძიება;
  • სერტიფიკატი.

3.3. მომსახურების ფასში არ შედის საბაგირო აბონემენტი, სათხილამურო აღჭურვილობა, ინსტრუქტორი და დაზღვევა. მათ საჭიროების შემთხვევაში დამკვეთი ცალკე იხდის.

4. ანგარიშსწორება

4.1. ადგილის დასაჯავშნად დამკვეთი ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე რიცხავს ავანსს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. თუ დამკვეთი ამ ვადაში არ ჩარიცხავს ავანსს, შემსრულებელს უფლება აქვს ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

4.2. 3.1 პუნქტით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა გადაიხდება არაუგვიანეს 2026 წლის 25 დეკემბრისა. თუ ხელშეკრულება იდება 25 დეკემბრის შემდეგ, სრული თანხა გადაიხდება 4.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

4.3. ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

4.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს შემსრულებელი გადაიხდის პირადად.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა

5.1. მხარეები პასუხს აგებენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.2. „შემსრულებელი“ ვალდებულია სისრულეში მოიყვანოს ყოველივე ზემოთთქმული მე-3 პუნქტის 3.2. ქვეპუნქტში ჩამოთვლილი მომსახურებები ჯეროვნად 3.1. ქვეპუნქტის ანაზღაურების სანაცვლოდ.

5.3. „დამკვეთი“ ვალდებულია ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემის არსებობისას ინფორმაცია მიაწოდოს შემსრულებელს; აღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელია დამკვეთი.

5.4. „შემსრულებელი“ ვალდებულია გაწიოს პირველადი დახმარება და ინფორმაცია მიაწოდოს „დამკვეთს“ იმ შემთხვევაში, თუკი ბანაკში მონაწილე გახდება ავად / დაუფიქსირდება სიცხე.

5.5. „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას ბავშვის ავად გახდომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს საკუთარი ხარჯებით ბავშვის გადაყვანა ბანაკიდან.

5.6. დამკვეთი ვალდებულია ბანაკის მონაწილე გააფრთხილოს სასტუმროსა და ბანაკის შინაგანაწესის (დანართი N1) დაცვის თაობაზე, გააცნოს დანართი N1 და შესაბამისი სანქციები.

5.7. შემსრულებელი პასუხს არ აგებს ბანაკის მონაწილის ნივთების დაკარგვასა ან დაზიანებაზე.

5.8. შემსრულებელი პასუხს არ აგებს ბანაკის მონაწილის ბრალით გამოწვეულ შემთხვევებზე, მათ შორის ბანაკის მონაწილის ქცევის წესების, დანართი N1-ით დადგენილი მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ზომების დარღვევით გამოწვეულ შემთხვევებზე.

5.9. დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ბანაკის მონაწილის მიერ გამოწვეული ზიანი.

6. ფოტო და ვიდეო-მასალის გამოყენებაზე თანხმობა

6.1. დამკვეთი, როგორც ბანაკის მონაწილის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, აცხადებს თანხმობას, რომ ბანაკის მიმდინარეობისას მისი შვილის მონაწილეობით გადაღებული ფოტო- და ვიდეო-მასალა შემსრულებელმა გამოიყენოს და გამოაქვეყნოს ბანაკის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში, ბანაკის საქმიანობის გაშუქებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

7. ფორსმაჟორი

7.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის შეუსრულებლობა ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს პასუხისმგებლობას.

7.2. ამ მუხლის მიზნებისთვის „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დამკვეთის ან/და შემსრულებლის შეცდომასა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.

8. დავის გადაწყვეტა

8.1. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. ცვლილებები და დამატებები

9.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ დადების დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.

10.2. შემსრულებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს დამკვეთს ბანაკის მონაწილის ბანაკიდან წაყვანა შემდეგ შემთხვევებში:

  • 10.2.1. თუ ბანაკის მონაწილეს აღენიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
  • 10.2.2. თუ ბანაკის მონაწილემ დაარღვია დანართი N1-ით გათვალისწინებული მოთხოვნები.
  • 10.2.3. თუ ბანაკის მონაწილის ქცევა არღვევს მესამე პირთა უფლებებს ან/და ბანაკის მონაწილეს აღმოაჩნდა ისეთი ნივთები, რაც შეიძლება გახდეს მესამე პირისთვის ზიანის მიყენების წყარო.

10.3. შემსრულებლის მიერ 10.2.1–10.2.3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების შეწყვეტისას დამკვეთს არ უბრუნდება გადახდილი თანხა.

10.4. დამკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ბანაკის დაწყებამდე შეწყვეტისას დამკვეთს არ დაუბრუნდება ავანსი (150 ლარი), ხოლო დანარჩენი გადახდილი თანხა დაუბრუნდება სრულად. ბანაკის დაწყების შემდეგ შეწყვეტისას, მათ შორის ბანაკის მონაწილის ავად გახდომის შემთხვევაში, გადახდილი თანხა (ავანსის ჩათვლით) აღარ ბრუნდება.

10.5. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ბანაკში გამგზავრებამდე ბანაკის მონაწილის ავადმყოფობით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რაც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, დამკვეთს გადახდილი თანხა დაუბრუნდება ავანსის — 150 (ას ორმოცდაათი) ლარის — გამოკლებით.

10.6. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

11. დასკვნითი დებულებები

11.1. მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11.2. ხელშეკრულება ფორმდება ელექტრონულად: ის შეთანხმებულად მიიჩნევა banaki.ge-ზე რეგისტრაციისა და ხელშეკრულებაზე თანხმობის ველის მონიშვნის მომენტიდან. ხელშეკრულების ტექსტი დამკვეთს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

12. ხელშეკრულებისა და დანართის დადასტურება

12.1. დამკვეთი ადასტურებს, რომ გაეცნო ხელშეკრულებასა და დანართ N1-ს, ეთანხმება მათ და ბანაკის წესებს გააცნობს მონაწილეს. დანართი N1 წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

მხარეები

დამკვეთი

დადასტურებულია ელექტრონულად banaki.ge-ზე რეგისტრაციისას, ხელშეკრულებაზე თანხმობის ველის მონიშვნით.

თანხმობის თარიღი, დრო და რეგისტრაციის ნომერი ინახება შემსრულებელთან და ეგზავნება დამკვეთს ელექტრონულ ფოსტაზე.

შემსრულებელი

შპს „ბიბისი ჰოლდინგი“
ს/ნ: 404597940

ს/ს „თიბისი ბანკი“

მიმღები: შპს „ბიბისი ჰოლდინგი“

GE12TB7175836080100012

ხელშეკრულების დანართი N1

ბანაკისა და სასტუმროს შიდა წესები:

  1. ჯგუფის მიღების დღეს, დაბინავებამდე მოხდება ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად ოთახების დათვალიერება და მონაწილეებზე ოთახების გადაბარება, შესაბამისად სასტუმროს დატოვებისას, ანალოგიურად მოხდება ოთახების დათვალიერება, რათა სასტუმროს იგივე მდგომარეობაში ჩაბარდეს ოთახი, რომელიც მონაწილემ ჩაიბარა. დაზიანების, სასტუმროს ქონების/ნივთის დაკარგვის ან დაუკმაყოფილებელი სისუფთავის შემთხვევაში, მონაწილეს (მეურვეს/წარმომადგენელს) ეკისრება ზარალის ანაზღაურების ვალდებულება.
  2. ოთახიდან გასვლის შემთხვევაში გამორთეთ კომუნიკაციები (წყალი, დენი).
  3. ჯგუფის მიღების დროს გასაღები არ ექნება კარს - არ ჩაკეტოთ კარი შიგნიდან!
  4. ოთახში ცხოვრების დროს მოთხოვნაა: მოუფრთხილდით ოთახს, არ გატეხოთ, არ დახატოთ, არ შეიძლება ოთახში ჭამა, გამაგრილებელი და სხვა სახის სასმელების მიღება (მოხმარება), გარდა წყლისა. გაუფრთხილდით ოთახში განთავსებულ ყველა ნივთს, დაზიანების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდება დაანგარიშება. ოთახზე თანაბრად პასუხისმგებელია ოთახში ყველა მცხოვრები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დადგინდება კონკრეტული პირი, დაზიანებული ან დაკარგული ნივთის საფასური გადანაწილდება ოთახში მცხოვრებ ყველა პირზე. გასვლის დღეს მოგიწევთ დაზიანებული ნივთის შეკეთება/შეძენა.
  5. დაიცავით სიწყნარე შენობაში გადაადგილების დროს (ნუ ირბენთ კიბეებზე).
  6. კვების საათებში სასადილო ოთახში ჯგუფის შესვლა მოხდება ორგანიზებულად, კოორდინატორების მითითებით. ყველა მონაწილე ვალდებულია დაემორჩილოს მითითებებს, დაიცვას რიგი.
  7. გაუფრთხილდით შენობის ინტერიერს, ნუ მოეპყრობით დაუდევრად.
  8. 22:00 სთ-დან მონაწილეები იწყებენ ღამის ძილისთვის მოწესრიგებას და 22:30 საათისთვის ყველა უნდა იყოს საკუთარ ოთახში.
  9. პატივი ეცით ერთმანეთს, პედაგოგებს, ლიდერებს და სასტუმროს მომსახურე ყველა პერსონალს.
  10. ბანაკის მონაწილეებმა უზრუნველყონ ოთახების სისუფთავე.
  11. გაუფრთხილდით პირად ნივთებს, ნუ მოექცევით უდიერად, დაკარგვის შემთხვევაში გააგებინეთ ხელმძღვანელს. არ წამოიღოთ ძვირფასი ნივთები (მაგ.: ძვირადღირებული ტელეფონი), რადგან ბანაკი არ აგებს პასუხს მონაწილეთა საკუთრებაში მყოფ ძვირფას ნივთებზე. ტელეფონის გამოყენებისთვის ბავშვებს ცალკეული დრო ექნებათ გამოყოფილი დღის განმავლობაში.
  12. თუ მაინც მოხდა ტელეფონების წამოღება, ისინი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავით, დაუშვებელია დამცავის გარეშე ტელეფონები.
  13. სავალდებულოა დროულად მოხდეს ტელეფონების ჩაბარება ინსტრუქტორებისთვის.
  14. აკრძალულია სასტუმროს ტერიტორიის დატოვება ინსტრუქტორის გარეშე, ისევე როგორც აკრძალულია აივნებზე გადასვლა, ძილის საათებში საძინებელი ოთახის დატოვება და ხმაური, პატივი ეცით თქვენს ოთახში მყოფ წევრებს და ნუ დაურღვევთ ძილს, ნუ შეაწუხებთ ნებისმიერი მეთოდით.
  15. აკრძალულია ბილწსიტყვაობა, უხამსი ხუმრობები, პირადი ცხოვრების დეტალების განხილვა ან რაიმე სახით ბანაკის მონაწილეებზე ზეწოლა.
  16. აკრძალულია ფიზიკური ან ემოციური მიჯაჭვულობა ინსტრუქტორთან და ბანაკის მონაწილეებთან.
  17. აკრძალულია პირადი ნივთების ერთმანეთში გაცვლა, თხოვება.
  18. აკრძალულია ქურდობა, ძალადობა, მესამე პირების და ბანაკის სხვა მონაწილეების უფლებების შელახვა.
  19. ბანაკის მონაწილეები ვალდებული არიან დაიცვან პირადი უსაფრთხოების ზომები, დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
  20. აკრძალულია ნებისმიერი სახის იარაღის ან ისეთი ნივთების ქონა ან/და შენახვა, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მესამე პირებს. ასევე, ბანაკის მონაწილეებს ეკრძალებათ: აალებადი პროდუქციის, სანთებელის, ასანთის, სიგარეტის, წამლების (გარდა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებისა, რომლებიც ბანაკის გუნდს გადაეცემა), ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული საშუალებების ქონა ან/და შენახვა. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შეუსრულებლობა ექვემდებარება სანქციას - გაფრთხილებას ან ბანაკის დატოვებას!

დამკვეთი ხელშეკრულებაზე თანხმობით ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პირობებს და აღნიშნულ მოთხოვნებს გააცნობს ბანაკის მონაწილეს.

ბანაკის მონაწილის ბანაკში წამოსვლა გულისხმობს, რომ მონაწილე გაეცნო ზემოაღნიშნულ პირობებს და ეთანხმება მათ.

გისურვებთ სასიამოვნო და ბედნიერ დასვენებას!